შემადგენლობა:
- 1 კგ ხორცი
- 400 გრ კარტოფილი
- 6-7 ც პომიდორი
- 3 თავი ხახვი
- 1 კონა ოხრახუში
- 1 კონა რეჰანი
- წითელი წიწაკა
- მარილი
მომზადება:
წვრილად დაჭრილი ხორცი მოთუთქეთ თავის წვენში, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წიწაკა, ხახვის ჩათუთქვის შემდეგ -მსხვილად დაჭრილი კარტოფილი და გახეხილი პომიდორი. ხორცი რომ მოიხარშება, დაამატეთ მდუღარე წყალი. წყალმა უნდა დაფაროს ქვაბში მოთავსებული ინგრედიენტები. რამდენიმე წუთის შემდეგ დაამატე წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი და 5 წუთის დუღილის შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ლობიო ლორით |