Quantcast
Channel: წვნიანი – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 331 articles
Browse latest View live

წიწიბურის სუპი

$
0
0

დღეს ძალიან აქტიურია სამარხვო კერძები, ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენც შემოგვეთავაზებინა ძალიან გემრიელი და საინტერესო რეცეპტი!

ინგრედიენტები:

წიწიბურა – 100 გრ;

კარტოფილი – 2ც;

ხახვი – 1 თავი;

სტაფილო- 2;

პრასი – 2-3;

წყალი  - 1,5 ლ;

ტომატის პასტა;

ზეთი, მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი.

 

მომზადების წესი:

მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაამატეთ დაჭრილი სტაფილო და არ გადმოდგათ ცეცხლიდან. დაასხით წყალი და ჩაყარეთ წიწიბურა, დაჭრილი კარტოფილი და ხარშეთ.კარტოფილი აუცილებლად პატარა კუბებად დაჭერით, რომ წიწიბურასთან ერთად მოიხარშოს. ბოლოს დაფნის ფოთოლიც ჩააგდეთ სუპში. მომზადებამდე 5 წთ-ით ადრე წვრილად დაჭრილი პრასი ჩაყარეთ და სუპში გააზავეთ ტომატის პასტა.

ვინც მარხვაზე არ ხართ, არ დაინანოთ არაჟანი!

გემრიელად მიირთვით!

წაიკითხეთ სხვაც

სალათა პეპელა სალათა პეპელა

სოკოს სუპი

$
0
0

მასალა:

  •  600 გ ქამა სოკო
  • 600 გ კარტოფილი
  • 150 გ სტაფილო
  • 150 გ ხახვი
  • 1 პატარა კონა ოხრახუში და კამა
  • 2-3 ცალი დაფნის ფოთოლი

მომზადების წესი:

დავჭრათ ხახვი წვრილად, კარტოფილი ნაჭრებად, გავხეხოთ სტაფილო. ქვაბში ავადუღოთ წყალი და ჩავუშვათ დაჭრილი სოკო. ვხარშოთ  20-25 წუთი, რის შემდეგაც დავუმატოთ კარტოფილი, 10 წუთის შემდეგ კი ხახვი და სტაფილო.

ბოლოს ჩავუშვათ დაფნის ფოთოლი, დაჭრილი მწვანილი და ერთიორჯერ წამოვადუღოთ.

წაიკითხეთ სხვაც

KOmbosto nigvziT კომბოსტო ნიგვზით

ხარჩო საქონლის ხორცით

$
0
0

მასალა:

  • 1 კგ საქონლის მკერდის ხორცი
  • 150 გრ ბრინჯი
  • 2-3 თავი ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1/2 სუფრის კოვზი ტომატი
  • 1 სუფრის კოვზი დანაყილი ქინძი, ოხრახუში
  • 1 ჩ.კ ხმელი სუნელი
  • 50 გრ კარაქი
  • წუწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადება:

საქონლის მკერდის ხორცი დაჭერით და ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ კარგად დაიფაროს და დადგით მოსახარშად. როდესაც ხორცი თითქმის მოიხარშება, ჩაყარეთ გარეცხილი ბრინჯი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ ტაფაზე კარაქში, როცა ხახვი ოდნავ გავარდისფრდება , დაუმატეთ ტომატის პასტა, 2-3 წუთი კიდევ გააჩერეთ ცეცხლზე და ტან ურიეთ. ბრინჯის მოხარშვის შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ დანაყილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში, ხმელი სუნელი და შეაზავეთ მარილითა და წიწაკით.

წაიკითხეთ სხვაც

ღვიძლის მწვადი ღვიძლის მწვადი

ქათმის ბულიონი

$
0
0

მასალა:

  • 5 გრ კამა,ქინძი, ოხრახუში.
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი
  • სტაფილო (ასევე კარგია ბულგარულიც)
  • 1 თავი ხახვი

მომზადება:

ქათმის ფილე გავრეცხოთ და დავჭრათ კუბიკებად.სტაფილო გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილ კუბიკებად.
ხახვი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილად. ნიორი გადავატაროთ ნიორსაჭყლეტში.კარტოფილი გავთალოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.ქინძი, კამა, ოხრახუში დავჭრათ წვრილად.
ქათმის ფილე მოვათავსოთ საშუალო ზომის ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი რომ ქვაბი გაივსოს ნახევრამდე და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე..დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი.10 წუთი უღილის შემდეგ ჩავყაროთ ქვაბში წვრილად დაჭრილი სტაფილო და ხახვი.
5 წუთის შემდეგ დაუმატოთ გარეცხილი ბრინჯი და ამოურიოთ ქვაბს რომ არ მიიკრას.2-3 წუთში დაუმატოთ დაჭრილი კარტოფილი.
ვხარშოთ კარტოფილის და ბრინჯის მოხარშვამდე.დაუმატოთ წვრილად დაჭრილი კამა, ქინძი, ოხრახუში, ნიორი, მცენარეული ზეთი, მარილი, ამოურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

წაიკითხეთ სხვაც

ღვიძლის მწვადი ღვიძლის მწვადი

მაწვნის წვნიანი

$
0
0

მასალა:

  • 1 ცალი ხახვი
  • 1 ცალი სტაფილო
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 40 – 50 გრ ბრინჯი
  • 0.7 ლ ქათმის ან ინდაურის ნახარში (შეგიძლიათ შეცვალოთ ადუღებული წყლით)
  • 400 გრ მაწონი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 1 ჩ.კ პიტნა
  • 1 მუჭა დაჭრილი ქინძი, ოხრახუში
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • სულგუნის რამდენიმე ნაჭერი – სურვილისამებრ.

მომზადება :

გაახურეთ ქვაბი საშუალო ცეცხლზე. მოასხით ზეითუნის ზეთი და ჩაშუშეთ დაჭრილი ხახვი და სტაფილო. მოურიეთ პერიოდულად. ხახვი რომ დარბილდება (თუმცა ფერი არ უნდა იცვალოს), დაამატეთ ბრინჯი და ნახარში. დატოვეთ ცეცხლზე სანამ არ ადუღდება. დაახლოებით 8 წუთის შემდეგ, როდესაც ბრინჯიც მოიხარშება, დაამატეთ მაწონი და კვერცხი: ცალკე ჯამში გათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ მაწონი და კარგად მოურიეთ, რომ კვერცხი თანაბრად გადანაწილდეს. შემდეგ, მაწვნის მასა, ნელ-ნელა დაამატეთ წვნიანს და თან მუდმივად ურიეთ კოვზით. ცეცხლს ოდნავ ჩაუწიეთ.   დაამატეთ პიტნა, ოხრახუში და ქინძი და დატოვეთ ცეცხლზე სანამ არ ადუღდება, პერიოდულად მოურიეთ, რომ კვერცხი არ აიჭრას. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ადუღების შემდეგ გამორთეთ.როდესაც წვნიანს თეფშზე გადმოიღებთ, შეგიძლიათ დაამატოთ სულგუნის რამდენიმე ნაჭერი.

სუპი მინესტრონე

$
0
0

მასალა:

  • 1 თავი ხახვი
  • 1 ცალი ყაბაყი
  • 1 ცალი ბადრიჯანი
  • 3 ცალი ქამა სოკო
  • 2 ცალი ტკბილი წიწაკა
  • 100გრ მწვანე ლობიო
  • 2 ცალი ნიახურის ძირი
  • 100გ პასტა
  • 100გრ პარმეზანი
  • 40გრ ლორი
  • 4 სუფრის კოვზი დაჭრილი პამიდორი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ლ ბოსტნეულის ან ქათმის ბულიონი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ოხრახუში
  • პესტოს სოუსი

მომზადება:

წვრილად დაერით ხახვი, ნიორი, ნიახურის ძირები, საშუალო ზომაზე – ბადრიჯანი, სოკო, ტკბილი წიწაკა და ყაბაყი. ლორი ჩაჭერით რამდენიმე ადგილას. ტაფაში ჩაასხით ზეითუნის ზეთი და მოშუშეთ ლორი. დაუმატეთ ნიორი, ხახვი, 2 წუთის განმავლობაში შუშეთ. დაუმატეთ ყაბაყი, ბადრიჯანი, სოკო, წიწაკა. დაუმატეთ დაჭრილი პამიდორი და განაგრძეთ შუშვა. შემდეგ დაასხით ცხელი ბულიონი, თავზე დაახურეთ და განაგრძეთ მზადება 15 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ მწვანე ლობიო. საბოლოო მომზადებამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ პასტა (სასურველია წვრილი სახეობის). გემოვნებით მოაყარეთ მარილი , პილპილი,. წვნიანი გადმოიღეთ თეფშზე, დაუმატეთ პესტოს სოუსი და გახეხილი პარმეზანი.

წაიკითხეთ სხვაც

ტოლმა ტოლმა

კომბოსტოს წვნიანი

$
0
0

მასალა:

  • ¼ ხახვი, წვრილად დაჭრილი
  • 2 კბილი ნიორი, დაჭრილი
  • ზეითუნის ზეთი
  • 2 ნიახური ღერო, წვრილად დაჭრილი
  • 300 მლ ბოსტნეულის ბულიონი
  • 1 ს.კ. ტიმიანი, დაჭრილი
  • 1 ს.კ. როზმარინი, დაჭრილი
  • ¼ თეთრი კომბოსტო, დაჭრილი
  • 1 ს.კ მწვანე ხახვი, წვრილად დაჭრილი

მომზადების წესი:

ქვაბში მოვთუშოთ ნიორი და ხახვი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთში. დავამატოთ ნიახური და ბულიონი, ვადუღოთ 10 წთ–ი, შემდეგ დავამატოთ მწვანილი და კომბოსტო, ვადუღოთ კიდევ 20 წთ–ი. დავამატოთ მარილი და პილპილი, გემოვნებით. მომზადებული წვნიანი გადმოვიღოთ წვნიანის თეფშზე და მოვაყაროთ მწვანე ხახვი.

გოგრის სუპი

$
0
0

სამალა:

  • თხელკანიანი საშუალო ზომის გოგრა
  • ინბირი დაახლოებით კაკლისხელა
  • 2 მოზრდილი კბილი ნიორი
  • ერთი თავი ხახვი
  • 200 გრ ქოქოსის რძე (შეიძლება შეიცვალოს არაჟნით, ოღონდ კარგია, არაჟნის შემთხვევაში ორიოდე მიხაკსაც თუ დაურთავთ)
  • ბოსტნეულის ბულიონი
  • 150 გრ გრეიპფრუტის წვენი (შეიძლება შეიცვალოს ფორთოხლის და ლიმნის წვენის ნაზავით. მეტი ფორთოხალი, ნაკლები – ლიმონი)
  • 100 – 150 გრ გოგრის გარჩეული თესლი
  • კარი,მარილი,პილპილი და მუსკატის კაკალი (გემოვნებით)

მომზადება:

გოგრას კანი მოაჭერით და გული პატარა კუბიკებად დაჭერით.

კანის გაცლამდე თუ ცოტა ხნით დათუთქავთ მდუღარეში ან ორთქლში, საქმეს გაიადვილებთ.
ინბირი, ნიორი და ხახვი წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში და ზეითუნის ზეთში მოხრაკეთ.  გოგრის კუბიკებიც დაუმატეთ და მიახრაკეთ, შემდეგ იმდენი ბულიონი დაუმატეთ, რომ დაიფაროს. ხარშეთ, სანამ გოგრა დარბილდება, როცა მოიხარშება, მიქსერით ან ჩანგლით პიურედ აქციეთ. დაუმატეთ ქოქოსის რძე, კარაქი, მარილი, პილპილი, მუსკატი და კარგად მოურიეთ. 2-3 წუთი ხარშეთ. ბოლოს დაუმატეთ გრეიპფრუტის წვენი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან. წვნიანი თხელი პიურესავით უნდა იყოს. თუ საჭიროა, ბულიონით ან მდუღარე წყლით გაათხელეთ. წინასწარ მოხალეთ გოგრის გარჩეული თესლი . გოგრის თესლი ქვაბში არ ჩაყაროთ, თეფშზე ჩაამატეთ წვნიანს გემოვნების მიხედვით.

წაიკითხეთ სხვაც

Julienne ჟულიენი

სოკოს სუპი ყველით

$
0
0

მასალა:

  •  სოკო (ქამა) – 50გ
  •  კარტოფილი – 700გ
  • მდნარი ყველი – 400გ
  • სტაფილო – 150გ
  • ხახვი – 150გ
  • მარილი ,პილპილი.

მომზადება:


დავასხათ სოკოს თბილი წყალი და დავტოვოთ 30 წთ-ით, შემდეგ წვრილად დავჭრათ. ჯამში ჩავასხათ წყალი(დაახლოებით 3ლ) და ავადუღოთ, დავამატოთ სოკო, მოვაყაროთ მარილი და მოვხარშოთ 30წთ. წვრილად დავჭრეთ ხახვი, საშუალო სახეხზე გავხეხოთ სტაფილო, კუბებად დავჭრათ კარტოფილი. დავამატოთ ქვაბში სოკოსთან კარტოფილი და მოვხარშოთ კიდევ 10 წთ დავამატოთ ხახვი და სტაფილო. ბოლოს დავამატოთ მდნარი ყველი მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მოურიეთ და გამორთეთ ქურა.

წაიკითხეთ სხვაც

gogris supi გოგრის სუპი

ხახვის წვნიანი ფრანგულად

$
0
0

მასალა:

  • 6 დიდი ყვითელი ან წითელი ხახვი, დაჭრილი რგოლებად
  • ½ ჭიქა მშრალი წითელი ღვინო, თეთრი მშრალი ღვინო
  • ¼ ჩ.კ. შაქარი
  • ¼ ჩ.კ. ხმელი ტიმიანი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 8 ჭიქა საქონლის ბულიონი
  • 2 კბილი ნიორი, დაქუცმაცებული
  • 1 ½ ჭიქა გახეხილი ყველი გრუერი
  • 8 ნაჭერი ფრანგული პური, გახუხული
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი და ახლად დაფქული პილპილი

მომზადების წესი:

დიდ ქვაბში, სქელი ძირით გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი და ვთუშოთ ხახვი. დაახლოებით ნახევარი საათი, მანამ სანამ არ შეყავისფრდება. მზადების დაწყებიდან 10 წთ–ში ხახვს დავაყაროთ შაქარი, კარამელიზირებისთვის. შეყავისფრებულ ხახვს დავამატოთ ნიორი. დავამატოთ წითელი მშრალი ღვინო, თეთრი მშრალი ღვინო , ტიმიანი და დაფნის ფოთოლი. ამავდროულად დავამატოთ საქონლის ბულიონი. დავაფაროთ თავსახური ქვაბს და ვადუღოთ ნახევარი საათი. შევაზავოთ პილპილით და მარილით, დაფნის ფოთოლი ამოვიღოთ. წვნიანი მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ჯამებში, დავადოტ ზემოდან გახუხული ფრანგული პური. მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ღუმელში შევდგათ 10 წთ–ით, ან სანამ ყველი გადნება და ბუშტების ამოშვებას დაიწყებს.

წაიკითხეთ სხვაც

ხახვის წვნიანი ფრანგულად ხახვის წვნიანი ფრანგულად

ჩაქაფული

$
0
0

მასალა:

  • ბატკანი  – 2 კგ
  • ხახვი  – 1 თავი
  • ღვინო თეთრი  – 500 მლ
  • კინძი  – 4 კონა
  • ოხრახუში  – 4 კონა
  • ტარხუნა  – 6 კონა
  • წიწმატი  – 2 კონა
  • შავი წიწაკა  – გემოვნებით
  • ძმარი  – 1 ს/კ
  • ტყემალი  – 1 ჭიქა
  • მარილი  – გემოვნებით
  • მწვანე ხახვი  – 4 კონა

მომზადება:

მწვანილი კარგად გავრეცხოთ, გადავარჩიოთ და დავჭრათ. ოხრახუში, კინძი და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ. თავი ხახვი დავჭრათ მრგვალად. ტარხუნას მოვაცალოთ ღეროები, დავტოვოთ მხოლოდ ფოთლები. ჩაქაფულისთვის საჭიროა ბატკნის უკანა ნაწილის ნაჭერი. ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. ხორცს მოვაცალოთ ქონი, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ჩავყაროთ ქვაბში. შევბრაწოთ სანამ ქონი არ გადნება. შებრაწული ქონის ნაჭრები ამოვიღოთ და გამდნარ ქონში ჩავყაროთ ხორცი. 15 წუთის შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი 1 თავი ხახვი. ჩავშუშოთ სანამ სითხე არ აორთქლდება. როგორც კი სითხე აორთქლდება, ქვაბში ჩავასხათ ღვინო და გავაგრძელოთ ხარშვა. თანდათან დავამატოთ მწვანილი, ჩავყაროთ ტყემალი და გავაგრძელოთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე. ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ მწვანილი არ დარბილდება და გამუქდება. დავაყაროთ მარილი და ძმარი გემოვნებით.

წაიკითხეთ სხვაც

rizotto rocco რიზოტო როსო

ბურახის წვნიანი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 300 გრ მოხარშული საქონლის ხორცი
  • 6 მოხარშული კვერცხი
  • 1,2 ლ პურის ბურახი
  • 100 გრ მწვანე ხახვი
  • 2 კონა კამა
  • 200 გრ მოხარშული კარტოფილი
  • 200 გრ კიტრი
  • 40 გრ არაჟანი
  • 20 გრ შაქარი
  • 10 გრ მდოგვი
  • მარილი

მომზადება: 

  1. ხორცი დაჭერით პატარა კუბიკებად.
  2. ორი კვერცხი შეინახეთ. ოთხი კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილად დაჭერით წვრილად. გული, შაქარი, მარილი და მდოგვი ასრისეთ, გახსენით ცოტაოდენ ბურახში, დაუმატეთ დარჩენილი ბურახი და დაადგით გრილ ადგილას.
  3. მწვანე ხახვი და კამა დაჭერით წვრილად. ხახვის ნაწილს დაუმატეთ მარილი. კარტოფილი და გათლილი კიტრი დაჭერით კუბიკებად. მომზადებული ინგრედიენტები შუერიეთ ერთმანეთში და მოათავსეთ თეფშის შუაგულში.
  4. ირგვლივ შემოუწყვეთ შუაზე გაჭრილი კვერცხები, მოასხით ბურახი და მოაყარეთ მწვანილი. სუფრასთან მიიტანეთ არაჟანთან ერთად.

წაიკითხეთ სხვაც

Mawvnis supi მაწვნის წვნიანი

ციმბირული წვნიანი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გ კომბოსტოს მწნილი
  • 1ს.კ ზეთი
  • 100 გ ტომატ-პასტა
  • 1,6 ლ ხორცის ბულიონი
  • 40 გ ბურღული(ბრინჯი, ფეტვი ან შვრია)
  • 100 გ სტაფილო
  • 100 გ ხახვი
  •  2 კბილი ნიორი
  •  80 გ არაჟანი
  • მწვანილი
  • მარილი

მომზადება: 

  1. კომბოსტოს მწნილი შეათბეთ ზეთთან ერთად, დაუმატეთ ტომატ- პასტა, ბულიონის ნაწილი და შუშეთ 30-40 წთ.
  2. მდუღარე ბულიონში ჩაყარეთ გარჩეული და გარეცხილი ბურღული.
  3. ადუღებისთანავე დაუმატეთ მოშუშული კომბოსტო, ცალკე მოშუშული ხახვი და სტაფილო და ეს ყველაფერი კარგად მოხარშეთ.
  4. გამზადებულ წვნიანს შეგიძლიათ დაუმატოთ მარილთან ერთად დანაყილი ნიორი. სუფრასთAნ მიტანის წინ წვნიანში ჩადეთ არაჟანი და მოაყარეთ დაQღილი მწვანილი.

წაიკითხეთ სხვაც

SONY DSC ნეკნები სანელებლებით

უხა პამიდვრით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 600 გ დაქუცმაცებული თჶვზი
  • 600 გ კარტოფილი
  • 800 გ ზუთხი ან სვია
  • 400 გ პამიდორი
  • 2  თავი ხახვი
  • 2 ს.კ კარაქი
  • პილპილის მარცვლები
  • დაფნის ფოთოლი
  • კამა

 

მომზადება:

  1. დაქუცმაცებული თევზისგან მოხარშეთ ბულიონი, გაწურეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ გრძლად დაჭრილი კარტოფილი. ხარშეთ 10-15 წთ.
  2. ზუთხი ან სვია დაჭერით და ჩაწყვეთ ბულიონში.
  3. პამიდორს გადაავლეთ მდუღარე, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.
  4. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და პამიდორთან ერთად დაუმატეთ თევზის წვნიანს, შეურიეთ სანელებლები და ხარშჶეთ 20 -25 წთ. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუამტეთ კარაქი.
  5. სუფრასთან მტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი კამა.

წაიკითხეთ სხვაც

თევზის კატლეტი თევზის კატლეტი

სუპი გოგრითა და წიწაკით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 150 გ ქერის ბურღული
  • 400 გ გოგრა
  • 1 თავი ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 2ს.კ ზეთი
  • 1 ლ ბოსტნეულის ბულიონი
  • 3 სხვადასხვა დერის ბულგარული წიწაკა
  • კამა

მომზადება: 

  1. ბურღულს დაასხით ცივი წყალი და დადგით 4 სთ.
  2. გოგრა დაჭერით კუბიკებად.ხახვი დაჭერით წვრილად, ნიორი დაჭყლიტეთ, ეს ყველაფერი შეურიეთ გოგრას და შუშეთ ზეთში 5 წთ.
  3. მიღებულ მასას დაასხით ბულიონი, დაუმატეთ მარილი და პილპილი და ხარშეთ 15 წთ.
  4. ბულგარული წიწაკა დაჭერით  კუბიკებად. ბურღული გაწურეთ საწურზე და წიწაკასთან ერტდ დაუამტეთ წვნიანს. ხარშეთ ნელ ცეცხლზე 20 წთ. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი კამა.

წაიკითხეთ სხვაც

Minestrone_Soup სუპი მინესტრონე

მდნარი ყველის წვნიანი ბოსტნეულით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ცალი სტაფილო
  • 2 ცალი კარტოფილი
  • 2 სავსე ს.კ მდნარი ყველი
  • თითო კონა  კამა და ოხრახუში
  •  თითო ცალი სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა
  • 1 ცალი ბოსტნეულის ბულიონის ზეთი
  • 1 თავი ხახვი
  • 1,5 ლ წყალი
  • ზეთი, მარილი,პილპილი

მომზადება:

სტაფილო და წიწაკა კუბებად დავჭრათ, კარტოფილი- საშუალო ზომის ნაჭერებად. წმინდად დაკეპილი ხახვი ზეთში 1 წუთი ვშუშოთ, დავუმატოთ წიწაკა და განვაგრძოთ შუშვა. 1-2 წუთში დავუმატოთ სტაფილო, მოვაყაროთ დაფხვნილი ბულიონის კუბი.1 -2 წუთში ბოსტნეული ქვაბში გადავიტანოთ, დავასხათ წყალი, როცა ადუღდება, კარტოფილი ჩავუმატოთ. შემდეგ ჩავდოთ მდნარი ყველი და მოვურიოთ, რომ გაიხსნას. წამოდუღებისთანავე ჩავყაროთ წმინდად დაჭრილი მწვანილი და ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ.

 

 

 

წაიკითხეთ სხვაც

istock_photo_of_chicken_soup ქათმის ბულიონი

რძეში მოხარშული კვერცხი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 6-7 ჩ.ჭ რძე
  • 10 ვ კვერცხი
  •  მარილი გემოვნების მიხედვით

მომზადება:

6-7 ჭიქა მდუღარე რძეში ჩავახალოთ 10 აუთქვეფავი კვერცხი. კვერცხის გული შიგნით მოექცევა, ცილა კი გარედან შემოეხარშება. სუფრაზე უნდა მივიტანოთ ღრმა თეფშებზე, როგორც რძის სუპი კვერცხით,. მარილი თეფშზე დასხმის შემდეგ უნდა ჩავაყაროთ.

 

 

 

წაიკითხეთ სხვაც

gogris supi გოგრის სუპი

ქათმის წვნიანი ტყემლით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 ქათამი
  • 300-400 მლ ტყემალი
  • ქინძი
  • ნიორი
  • მარილი
  • პილპილი

მომზადება:

ქათამი მოხარშეთ, ამოიღEთ წვენიდან და ცალკე გადადეთ. სანამ ქათამი იხარშება, თასში ჩაასხით ტყემალი, დააყარეთ ფქვილი და კარგად აურიეთ, რომ ფქვილი გაიხსნას და  კოშტები არ ჰქონდეს, შეგიძლიათ მიქსერითაც ათქვიფოთ. ტყემლიან ჯამში ცოტა-ცოტა ქათმის ბულიონი ჩაასხით და ურიეთ. ფქვილი კარგად რომ გაიხსნება, მდუღარე  ბულიონში ჩაახით და თან ურიეთ. დატოვეთ კიდევ 5-10 წუთის განმავლობაში. დაჭერით ქათამი, ჩადეთ მზა ბულიონში, დაუამტეთ დაჭრილი ქინძი, 1-2 კბილი ნიორი, მარილი და პილპილი.

წაიკითხეთ სხვაც

istock_photo_of_chicken_soup ქათმის ბულიონი

ბოსტნეულის ბორშჩი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  10 გრ თეთრი კომბოსტო
  • 50 გრ ჭარხალი
  • 30 გრ სტაფილო
  • 50 გრ კარტოფილი
  • 15 გრ ნიახური და ოხრახუში
  • 15 კრ კარაქი
  • 2 ს.კ არაჟანი
  • 50 გრ პომიდვრის წვენი
  • ლიმონის სიმჟავე და მარილი- გემოვნების მიხედვით

მომზადება: 

ჭარხალი დავჭრათ ძალზე წვრილად,ჩავყართ ქვაბში, დავასხათ წყალი, რომელშიაც წინდაწინ გარეული იქნება ლიმონის სიმჟავე მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი, ჩავუმატოთ 10-15 გრ კარაქი და მოვშუშოთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ ამავე ქვაბში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი სხვა ბოსტნეული, დავასხათ 3 ჩ.ჭ წყალი, მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით. უკვე დამზადებულ ბორჩში ჩავასხათ. პომიდვრის წვენი, მოვასხათ არაჟანი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

წაიკითხეთ სხვაც

rdzeshi moxarshuli kvercxi რძეში მოხარშული კვერცხი

ხარჩო

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ ძროხის მკერდის ხორცი
  • 200 გრ ბრინჯი
  • 2-3 თავი ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 15-20 გრ ტყლაპი
  • 1/2 ჩ.ჭ დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და რეჰანი
  • მარილი გემოვნების მიხედვით

მომზადება:

ძროხის მკერდის ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი ერთ კერძზე 1/2 ლიტრი და შევდგათ ცეცხლზე. დუღილის დროს ქაფი მოვხადოთ . შემდეგ ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ბრინჯი, ახალი ტყემალი ან ტყემლის ტყლაპი, შევანელოთ მარილით და შავი პილპილით, ანდა ცოტაოდენი წიწაკით.სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და რეჰანი. შევანელოთ დანაყილი ნივრით. ტყემლის ნაცვლად შეიძლება ვიხმაროთ ძმარი.

წაიკითხეთ სხვაც

sokos supi yvelit სოკოს სუპი ყველით
Viewing all 331 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>