შემადგენლობა:
- 300 გრ კომბოსტო
- 200 გრ ჭარხალი
- 2-3 თავი ხახვი
- 2 ც სტაფილო
- 3 ძირი ოხრახუში
- 3-4 ც კარტოფილი
- 1/2 ჩ.ჭ ზეთი
- მარილი, ნიორი და წიწაკა -გემოვნებით
მომზადება:
წვრილად დაჭრილი ჭარხალი, ხახვი და სტაფილო ჩავყაროთ მდუღარე წყალში. წამოდუღების შემდეგ
დავუმატოთ დაკეპილი კომბოსტო. ხარშვისას ჩვყაროთ შუაზე გაჭრილი კარტოფილი, წიწაკა, წვრილად
დაჭრილი ოხრახუში, ნიორი და მარილი. სუფრაზე მიტანამდე ჩავუმატოთ ზეთი. შეგვიძლია ხარშვის
დროს სურვილისამებრ დავუმატოთ პამიდორი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ბადრიჯანი ნივრით |