უგემრიელესი წვნიანის რეცეპტი!
შემადგენლობა:
- 1 კგ კარტოფილი
- 1 შეკვრა ბოსტნეული
- 400 გრ პომიდორი
- 2 ხახვი
- 2 კოვზი კარაქი
- 1.4 ლიტრი ბულიონის ნახარში
- 1 კგ კარტოფილი
- 150 გრ არაჟანი
- ახალი ბაზილიკი
- 1 ს.კ დაჭრილი ნიორი
- მარილი და პილპილი
მომზადება:
გაფცქვენით ხახვი და დაჭერით წვრილად. ბოსტნეული დაჭერით მოსათუშად. გაადნეთ კარაქი ქვაბში
და ბოსტნეული მოთუშეთ. დაუმატეთ ბულიონი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
გაფცქვენით კარტოფილი, დაჭერით, დაუამტეთ ბულიონს და ხარშეთ 12-15 წუთის განმავლობაში. ათქვიფეთ
სუპი სამზარეულოს კომბაინით ან ხელის ბლენდერით. დაუმატეთ არაჟანი, ბაზილიკი და ნიორი.
კარგად მოურიეთ. დამდუღრეთ პომიდორი ადუღებული წყლით, შემდეგ გადაიტანეთ ცივ წყალში, გააცალეთ
კანი, დაჭერით და დაუმატეთ სუპს. წამოადუღეთ სუპი და შეკაზმეთ მარილითა და პილპილით.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ბორში |