ეს სუპი ძალიან არომატული და გემრიელია, სცადეთ მისი მომზადება!
შემადგენლობა:
- 5 ც პამიდორი
- 2 ს.კ ფქვილი
- 2 ს.კ ზეთი
- 1 ჩ.კ კარაქი
- 1 ჩ.კ ტომატი
- 3-4 ს.კ რძე
- 1 მუჭა გახეხილი ყველი
- მარილი,პილპილი,წიწაკა-გემოვნებით
მომზადება:
პამიდორს გავაცალოთ კანი და დავაბლენდეროთ. ზეთი და კარაქი მოვათავსოთ ტაფაში,
მოვაყაროთ ფქვილი და განუწყვეტლივ ვურიოთ. დავუმატოთ ტომატი და ვშუშოთ ერთად.
ჩავასხათ დაბლენდერებული პამიდორი, რძე, შევაზავოთ მარილით, პილპილით, წითელი
წიწაკით და ვადუღოთ 5 წთ. გავხეხოთ ყველი და სუფრასთან მიტანამდე სუპ პიურეს მოვაყაროთ
ზემოდან.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
რძეში მოხარშული კვერცხი |