Quantcast
Channel: წვნიანი – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 331

პომიდვრის სოუსი

$
0
0

ამ რეცეპტით მომზადებული სოუსი ძალიან კარგია, განსაკუთრებით სპაგეტისთვის.! 

შემადგენლობა:

  • 4-5 ც პამიდორი
  • 2-3 თავი ხახვი
  • 200 გრ კარაქი
  • 1 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 2 კბილი ნიორი
  • პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

საშუალო ზომის  ხახვები დავჭრათ წვრილად და კარაქში ვხრაკოთ. ავიღოთ მწიფე, მაგრამ  მკრივი კანგაცლილი პომიდორი და 4-5 ნაწილად დავჭრათ. გამოვაცალოთ შიგთავსი და ეს ნაჭრები საწურზე მოვათავსოთ, რომ ზედმეტი წვენისგან დაიცალოს. შემდეგ ეს ნაჭრები ტაფაში ჩავაწყოთ ხახვთან ერთად და მოვხრაკოთ. როდესაც პომიდორი მზად იქნება, გავაციოთ და გატარებული ნიგოზი შევურიოთ. ასევე შევურიოთ დანაყული ნიორი, პილპილი და მარილი. ფრთხილად ვურიოთ, რომ პომიდვრის ნაჭრები ძალიან არ ჩაიშალოს.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

დილის სუპი

Viewing all articles
Browse latest Browse all 331