შემადგენლობა:
- 600 გ ქამა სოკო
- 600 გ კარტოფილი
- 150 გ სტაფილო
- 150 გ ხახვი
- 1 პატარა კონა ოხრახუში და კამა
- 2-3 ცალი დაფნის ფოთოლი
- ზეთი
მომზადება:
დავჭრათ ხახვი წვრილად, კარტოფილი ნაჭრებად, გავხეხოთ სტაფილო. ქვაბში ავადუღოთ წყალი და ჩავუშვათ დაჭრილი სოკო.
ზეთში მოვშუშოთ ხახვი.
ვხარშოთ 20-25 წუთი, რის შემდეგაც დავუმატოთ კარტოფილი, 10 წუთის შემდეგ კი ხახვი და სტაფილო.
ბოლოს ჩავუშვათ დაფნის ფოთოლი, დაჭრილი მწვანილი და ერთიორჯერ წამოვადუღოთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ლობიო ბროწეულით |