შემადგენლობა:
- 300 მლ რძე
- 2 თავი ხახვი
- 1-1 ჩ.კ უცხო სუნელი, ხმელი სუნელი
- 3 ც კარტოფილი
- 200-300 გრ ორაგული
- 300 მლ ქოქოსის რძე
- 1 ჭიქა ბრინჯი
- ნახევარი კონა ოხრახუში
მომზადება:
ცხელ რძეში მრგვლად დაჭრილი ხახვი და სუნელები ჩავყაროთ და 5 წუთი ვშუშოთ. მერე ოთკუთხედად დაჭრილი კარტოფილი და ასევე ოთკუთხედად დაჭრილი ორაგული ჩავყაროთ. ქოქოსის რძე დავასხათ და იქამდე ვადუღოთ, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება. ცალკე უნდა გვქონდეს მოხარშული ბრინჯი და ეს მასა სწორედ მას უნდა გადავასხათ. ზემოდან კი წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოვაყაროთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
მაკარონის სუპი ხორცით |