შემადგენლობა:
- 600 გ დაქუცმაცებული თევზი
- 600 გ კარტოფილი
- 800 გ ზუთხი ან სვია
- 400 გ პომიდორი
- 2 თავი ხახვი
- 2 ს.კ კარაქი
- პილპილის მარცვლები
- დაფნის ფოთოლი
- კამა
მომზადება:
დაქუცმაცებული თევზისგან მოხარშეთ ბულიონი, გაწურეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ გრძლად დაჭრილი კარტოფილი. ხარშეთ 10-15 წთ.ზუთხი ან სვია დაჭერით და ჩაწყვეთ ბულიონში. პომიდორს გადაავლეთ მდუღარე, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და პომიდორთან ერთად დაუმატეთ თევზის წვნიანს, შეურიეთ სანელებლები და ხარშეთ 20 -25 წთ. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ კარაქი. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი კამა.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
თევზი ნიგვზის საწებლით |