Quantcast
Channel: წვნიანი – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 331

სუპი მინესტრონე

$
0
0

მასალა:

  • 1 თავი ხახვი
  • 1 ცალი ყაბაყი
  • 1 ცალი ბადრიჯანი
  • 3 ცალი ქამა სოკო
  • 2 ცალი ტკბილი წიწაკა
  • 100გრ მწვანე ლობიო
  • 2 ცალი ნიახურის ძირი
  • 100გ პასტა
  • 100გრ პარმეზანი
  • 40გრ ლორი
  • 4 სუფრის კოვზი დაჭრილი პამიდორი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ლ ბოსტნეულის ან ქათმის ბულიონი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ოხრახუში
  • პესტოს სოუსი

მომზადება:

წვრილად დაერით ხახვი, ნიორი, ნიახურის ძირები, საშუალო ზომაზე – ბადრიჯანი, სოკო, ტკბილი წიწაკა და ყაბაყი. ლორი ჩაჭერით რამდენიმე ადგილას. ტაფაში ჩაასხით ზეითუნის ზეთი და მოშუშეთ ლორი. დაუმატეთ ნიორი, ხახვი, 2 წუთის განმავლობაში შუშეთ. დაუმატეთ ყაბაყი, ბადრიჯანი, სოკო, წიწაკა. დაუმატეთ დაჭრილი პამიდორი და განაგრძეთ შუშვა. შემდეგ დაასხით ცხელი ბულიონი, თავზე დაახურეთ და განაგრძეთ მზადება 15 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ მწვანე ლობიო. საბოლოო მომზადებამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ პასტა (სასურველია წვრილი სახეობის). გემოვნებით მოაყარეთ მარილი , პილპილი,. წვნიანი გადმოიღეთ თეფშზე, დაუმატეთ პესტოს სოუსი და გახეხილი პარმეზანი.

წაიკითხეთ სხვაც

ტოლმა ტოლმა

Viewing all articles
Browse latest Browse all 331

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>