შემადგენლობა:
- 500 გრ სოკო
- 30 გრ კარაქი
- 200 გრ ნიგოზი
- 2-3 თავი ხახვი
- 3ს.კ სიმინდის ფქვილი
- მწვანილი,ნიორი, წიწაკა,მარილი-გემოვნებით
მომზადება:
სოკო გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ ცივ წყალში და დავდგათ მოსახარშად. როცა კარგად მოიხარშება, გავწუროთ, დავჭრათ თხლად, ასანთის ღეროების მსგავსად, კარაქში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, ათი წუთის შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი სოკო და კიდევ ვშუშოთ. შემდეგ დავასხათ ბლომად სოკოს ნახარში. ადუღებისას დავუმატოთ სოკოს წვენში გახსნილი გაცრილი სიმიდის თეთრი ფქვილი. შევაზაოთ დანაყილი ნიგოზით, ახალი ქინძით,კამით, ოხრახუშით,წიწაკით, ნიორით, მარილით.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ომლეტი ლორით |