შემადგენლობა:
- 1 ჭიქა ხმელი ბარდა
- 2 ც ტკბილი წითელი წიწაკა
- 1 თავი ხახვი
- 1 ს.კ კარაქი
- 1 ც სარდელი
- მარილი
- პილპილი
- 3-4 ღერი პიტნა
მომზადება:
ბარდას დავასხათ წყალი და 4-5 საათით გავაჩეროთ. შემდეგ გადავწუროთ, დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაიფაროს და დავდგათ ცეცხლზე.
ცალკე ტაფაზე კარაქში მოვშუსთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
ბარდა რომ მოიხარშება,ჩავუმატოთ მთლიანი სარდელი, დაჭრილი წიწაკა და ხახვი. ღუ საჭიროდ ჩავთვლით, დავუმატოთ წყალი.
როდესაც წიწაკა მოიხარშება, სარდელი ამოვიღოთ. წვნიანი ბლენდერში ავთქვფიოთ და ჩავაწყოთ დაჭრილი დარდელის ნაჭრები.შევანელოთ მარილით და პილპილით. წვნიანი ერთხელ წამოვადუღოთ და დაჭრილი პიტნა დავუმატოთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ხახვის წვნიანი ფრანგულად |